28 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ გეგმავს

პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ გეგმავს. უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, მან ოპოზიციასთან დიალოგის შესაძლებლობა არ გამორიცხა. საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ასევე ჯარმა, მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ოპოზიციის ლიდერი და ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი, ხუან გუაიდო კი, ნიკოლას მადუროსა და მის მოკავშირეებს ამნისტიის მინიჭებას სთავაზობს, თუკი ისინი ვენესუელას დემოკრატიის გზაზე დაბრუნებაში დაეხმარებიან. 

კარაკასში ამ დრომდე რჩება ამერიკის დიპლომატიური მისიის ნაწილი. მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა ვენესუელაში ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართოს.

ადგილობრივი არასამთავრობი ორგანიზაციებს ინფორმაციით, არეულობებს ვენესუელაში  26 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები