28 სექტემბერი 2024,   15:38
ვრცლად
საბერძნეთის პარლამენტმა არეულობის გამო კენჭისყრა გადადო

ათენში გამართული საპროტესტო აქცია არეულობით დასრულდა. რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩებში მაკედონიის სახელწოდების შესახებ შეთანხმებას აპროტესტებდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, აქციის მონაწილეებმა კი სამართალდამცველებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული პარლამენტის შენობასთან, სადაც მაკედონიის სახელწოდების შესახებ შეთანხმებას განიხილავდნენ.

 დოკუმენტი თავად მაკედონიას უკვე რატიფიცირებული აქვს, საბერძნეთის პარლამენტმა კი არეულობის გამო კენჭისყრა გადადო.

დღის ამბები