28 სექტემბერი 2024,   15:35
ვრცლად
თეთრი სახლი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ამზადებს

თეთრი სახლი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ამზადებს. გავრცელებული ცნობით, მექსიკის საზღვართან სადაო კედლის ასაშენებლად ადმინისტრაციამ 7 მილიარდი დოლარი მოიძია.

დონალდ ტრამპმა ორი კვირის წინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებით სარგებლობა არ გამორიცხა. ამ შემთხვევაში, ის პირდაპირ დაავალებს თავდაცვის დეპარტამენტს კედლის მშენებლობას.  აღნიშნული გეგმის მიმართ თავად პრეზიდენტის მრჩევლებშიც უთანხმოებაა.

პარალელურად სენატში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ორი პროექტი ჩავარდა. ორივე მთავრობის მუშაობის განახლებას ითვალისწინებდა.

დღის ამბები