28 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
პარიზის "კრისტის" აუქციონი - კეტრინ დენევის კაბა 34 ათას ევროდ გაიყიდა

პარიზის კრისტის აუქციონზე კეტრინ დენევის კუთვნილი პირადი ნივთები გაიყიდა. მათ შორის წარმოდგენილი ივ სენ ლორანის მიერ შეკერილი კაბების კოლექციაც იყო .

ყველაზე ძვირად -34 ათას ევროდ , 1969 წელს შეკერილი კაბა გაიყიდა , რომელიც კეტრინ დენევს ალფრედ ჰიჩკოკთან შეხვედრის დროს ეცვა. მისი საწყისი ფასი 3 ათასიდიან 5 ათას ევრომდე შეადგენდა. 

17 ათასი ევრო გადაიხადა მყიდველმა დენევის ოქროსფერ საღამოს კაბაში, რომელიც მსახიობს 2000 წელს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ეცვა.

კეტრინ დენევს ივ სენ ლორანთან 40 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა. პირველად მათ ერთმანეთი 1965 წელს გაიცნეს. მაშინ მსახიობმა დიზაინერს პირველად სთხოვა კაბის შეკერვა, რომელიც ელისაბედ მეორესთან აუდენციაზე ეცვა.

დღის ამბები