03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
მიტოვებული სოფელი, რომელიც დახმარებას ითხოვს

მიტოვებული სოფლის მოსახლეობა, სადაც გაუსაძლისი პირობებია, სოციალურ დახმარებას თხოვს.

წლებია სოფელ თივის მცხოვრებლები, რომელებიც მესაქონლეობით ირჩენენ თავს, საძოვრის გარეშე არიან დარჩენილები.

დასახლებაში არ არის გზა, ბუნებრივი აირი და საბავშვო ბაღი. მოსწავლეებისთვის კი, სკოლის ნაცვლად, ერთი ოთახია გამოყოფილი.

50-კომლიანი დასახლება ამ დრომდე სტატუსის გარეშეა დარჩენილი, იმის გამო, რომ ტერიტორიას მხოლოდ მთის უბნად მოიხსენიებენ, მოსახლეობა სახელმწიფო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

გამგებლის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მოსახლეობის სტატუსის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან მათთვის ამ პრობლემით არავის მიუმართავს.

მოსახლეობა სახელმწიფო დახმარების გარეშე ცხოვრობს. მათი უდიდესი ნაწილი კი სოციალურად დაუცველია. მთის უბანში აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

ყვარლის გამგეობაში ამბობენ, რომ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას გეგმავენ, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

სოფელი მთის უბნის სახელით მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტშია მოხსენიებული. დასახლებას ოფიციალური სახელწოდება არ აქვს. ერთადერთი, რაც მთის უბნის ადგილმდებარეობას მიუთითებს, სოფლის მცხოვრებლების მიერ გაკეთბული აბრაა, რომელზეც სახელწოდება თითქმის აღარ იკითხება.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი, ნათია ბუცხრიკიძე.

 

 

დღის ამბები