03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
"ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი" 3 მილიონიანი ბიუჯეტიდან ცხოველებს მხოლოდ 190 ათასს მოახმარს

"ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი" მორიგ სკანდალში ეხვევა, პარალელურად კი, მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან. 

საკრებულომ ცენტრი დაახლოებით 3 მილიონი ლარით დააფინანსა, საიდანაც დღეს ირკვევა, რომ ცხოველებისთვის მხოლო 190 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც შეეხება ხელფასების ჯამურ ოდენობას, ის მილიონ ლარს აჭარბებს.

გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორი და შინაური ცხოველების მფლობელები იმ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის ინიცირებაც პარლამენტში გასულ კვირას მოხდა.

უფლებადამცველები იმ ნორმას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც ცხოველების მოკვდინება თავშესაფრის გარეთაც შეიძლება. გარდა ამისა, ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დებულების იმ ნორმას აპროტესტებენ, სადაც ორგანიზაციის აღჭურვილობათა ჩამონათვალში ცეცხლსასროლი იარაღი ჯერ ჩაწერეს, შემდეგ კი გააქრეს. 

სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ ფხალაძე ამბობს, რომ სანადირო თოფი მის მონიტორებს აქამდე მხოლოდ ორ შემთხვევაში, მგლის განადგურებისას აქვთ გამოყენებული, თუმცა მსგავსი მეთოდების ძაღლებისა და კატების წინააღმდეგ გამოყენება არ იგეგმება.  

ცხოველთა უფლებადამცველების ნაწილი აღნიშნული ნორმების მიღებას ზაფხულის ოლიმპიადას უკავშირდებს, მათ მიაჩნიათ, რომ ცხოველების დახოცვა საბჭოთა კავშირის პერიოდს ახასიათებდა. 

მერიაში კი ფიქრობენ, რომ არასამთავრობო სექტორი მათთვის ხელის შეშლას ცდილობს. 

ავტორები - ელისო ჯარიაშვილი, გიორგი ჩიკვილაძე, ირინა ჯორბენაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები