03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
„ფინანსთა სამინისტრო ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს,” - ”საერთაშორისო გამჭვორვალობა-საქართველო”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ფინანსთა სამინისტროს დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესწორებისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უწყებამ ბოლო პერიოდში 4 სხვადასხვა მონაცემი გამოაქვეყნდა - ამჟამად კი საიტზე ერთდროულად ორი მონაცემია, რაც გაუმართებელია.

”საერთაშორისო გამჭვირვალობაში” აქცენტს აკეთებენ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დეფიციტის დათვლის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიის შესახებაც და მას აბსურდულად მოიხსენიებენ.

„ფინანსთა სამინისტრო ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რომ თითქოს არსებობს ორი სხვადასხვა მეთოდოლოგია და ერთით გამოდის 3,2 მეათედი და მეორეთი გამოდის 2,95. არადა, 3,2 მეათედი იმ მეთოდოლოგიით, რომელიც თეორიულად არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში არ გამოიყენება, იმ მეთოდოლოგიითაც კი არ გამოდის, იმ მეთოდოლოგიით გამოდის 1,96 მეასედი. ამდენად სრულიად გაუგებარია, რა მეთოდოლოგიაზე ლაპარაკობს ფინანსთა სამინისტრო,” - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” უფროსმა ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ამ თემაზე შეხვედრას დღეს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან გამართავს.

დღის ამბები