03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
“შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობდა მედიის დამოუკიდებლობაში ჩარევას” - „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2014 წლის ანგარიში

„აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საერთო შედეგებში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. ანგარიშის თანახმად, ექვს ქვეყანას შორის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ”ღრმა და მდგრადი დემოკრატიის სფეროში.”  

დასახელებულია სხვა მიმართულებებიც, რამაც საქართველოს წინსვლა განაპირობა. ეს არის გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, მედიის დამოუკიდებლობა, პრივატიზაციისა და კორპორაციული მმართველობის კუთხით წინსვლა და საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე წარმატებით გადასვლა.

თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან უფრო სუსტი იყო, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში. ხოლო საერთო მედიაგარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრების ფომინირებისას მაინც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობდა მედიის დამოუკიდებლობაში ჩარევას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია საქართველოს 2015 წლის გამოწვევებიც: სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შერჩევით სამართალს შორის წონასწორობის დაცვა; სწრაფი პროგრესი თავისუფალი სავიზო მიმოსვლის დასაწყებად და ასოცირების შეთანხმების სრული განხორციელება.

დღის ამბები