03 მაისი 2024,   17:05
ვრცლად
"ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება" - კობახიძემ შეხვედრა გახსნა 

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. მას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას პარლამენტის წევრები, ასევე მოსამართლეები ესწრებიან. ადგილზე იმყოფება ლევან მურუსიძეც.

შეხვედრა სამოქალაქო სექტორის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებენ და პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. აქციის მონაწილეები იმ შენობაში შესვლას ცდილობენ, სადაც შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა მათ დაცვამ ამის საშუალება არ მისცა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა უვე გახსნა. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ რთული ვითარების მიუხედავად, შეძლებენ კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობას. 

„იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო სექტორის წევრებს მიაჩნიათ, რომ სამუშაო ჯგუფში შედიან იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 10-კაციან სიას. სამოქალაქო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითხვს. 

დღის ამბები