28 სექტემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ვენესუელის პრეზიდენტმა ვაშინგტონს დიალოგი შესთავაზა

ვენესუელის პრეზიდენტმა უკან დაიხია და ვაშინგტონს დიალოგი შესთავაზა. ნიკოლას მადურომ ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნაც შეამსუბუქა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის შედგა შეთანხმება, რომ დიპლომატიური პერსონალის ნაწილი ქვეყანაში დარჩება. ვაშინგტონი კი ვენესუელაში საელჩოს არ დახურავს. უახლოესი 30 დღის განმავლობაში მხარეები გამართავენ მოლაპარაკებას დიპლომატიური მისიების თაობაზე, თუმცა დიალოგის ჩაშლის შემთხვევაში ორივე ქვეყნის დიპლომატებს სამშობლოში დასაბრუნებლად 72 საათი მიეცემათ.

ნიკოლას მადუროს გუნდს კი გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსნები ტოვებენ. შეერთებულ შტატებში ვენესუელის სამხედრო ატაშემ პრეზიდენტთან კავშირი გაწყვიტა და ოპოზიციის რიგებს შეუერთდა. პოლკოვნიკმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დღის ამბები