28 სექტემბერი 2024,   15:42
ვრცლად
34 დაღუპული და 200-მდე დაკარგული - ბრაზილიაში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს

ბრაზილიაში მასშტაბური სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. რეგიონში, სადაც დამბა ჩამოინგრა და დასახლება წალეკა, უკვე დადასტურებულია, რომ ტრაგედიას 34 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე ადგილობრივი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მაშველების ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაკარგულებს შორის არიან რკინის მადნის მაღაროს თანამშრომლები.

დაზარალებული რეგიონი პრეზიდენტმა მოინახულა და ტერიტორიას კატასტროფის ზონა უწოდა.

დღის ამბები