28 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ვენესუელა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რუსეთი ამერიკის კონტინენტზე ერთგულ სამხედრო მოკავშირეს კარგავს 

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ხუან გუაიდო ქვეყნის პრეზიდენტია. მან თავი ვენესუელის ახალ ლიდერად ანტისამთავრობო აქციაზე გამოაცხადა. ვენესუელაში 2018 წლის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, სულ რამდენიმე საათში კი დედაქალაქ კარაკასისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში უკმაყოფილო ადამიანებით გაივსო.

კარაკასის ქუჩებში ნიკოლას მადუროს ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა მასშტაბური მსვლელობები მოაწყვეს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც 35 წლის ოპოზიციონერი ვენესუელის პრეზიდენტად აღიარა, ვაშინგტონი იყო. დონალდ ტრამპი გამოტყდა, რომ სახალხო მოძრაობის დასაცავად ვენესუელაში ჯარის გაგზავნასაც არ გამორიცხავს.

გუაიდო, დონალდ ტრამპის გარდა, პრეზიდენტად აღიარა მსოფლიო ლიდერების ნაწილმა. ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს აღიარებს საქართველოც.

ვენესუელა რუსეთის მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ყოფილი მმართველის, ნიკოლას მადუროს პოლიტიკიდან ჩამოშორება ვენესუელის რუსული გავლენისგან გათავისუფლებას ნიშნავს. თუკი ვენესუელას პრორუსული ხელისუფლება ჩამოშორდება, პუტინი ინვესტიციებთან ერთად, ამერიკის კონტინენტზე ერთგულ სამხედრო მოკავშირესაც დაკარგავს.

ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტი 2013 წლიდან, უგო ჩავესის მემკვიდრე და გზის გამგრძელებელია. ქვეყანაში შარშან სურსათი ორჯერ გაძვირდა, მოქალაქეთა 87-მა პროცენტმა კი ღატაკის კატეგორიაში გადაინაცვლა.

გაეროს მონაცემებით, 2014 წლის შემდეგ ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები