03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ომანის სასულთნოს საკონსულოს ოფიციალურ გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენიებული

აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ომანის სასულთნოს საკონსულოს ოფიციალურ გვერდზეა მოხსენიებული. კერძოდ კი უცხოელ ბიზნესმენებზე ვიზის გაცემის პროცედურების აღწერისას.

ქვეყნების სიაში აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და საქართველო ცალ-ცალკე ერთეულებად არის ჩამოთვლილი. ოფიციალურ დონეზე კი, როგორც ცნობილია, ომანის სასულთნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ომანის საელჩოს საკონსულო სამსახური, რომელიც ინდივიდუალურ, ჯგუფურ და ბიზნესვიზებს გასცემს, თურქეთში, ქალაქ ანკარაში მდებარეობს.

დღის ამბები