03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
15 აპრილიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდება C-ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა

15 აპრილიდან საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდება C-ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვება 5 ათასი პაციენტი.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. დღეს დავით სერგეენკომ C-ჰეპატიტით დაავადებულებს მოუწოდა, რომ წამლების მიწოდებამდე არ თქვან უარი რეჟიმის დაცვაზე.

„არამც და არამაც არ ნიშნავს, რომ ძირითადი თავის მოვლის წესებზე ამ ადამიანებმა უარი უნდა თქვან იმის იმედით, რომ პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. ეს არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის ფატალური რისკების შემცველი ქმედება,” - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მანვე მოუწოდა პაციენტებს, რომ ალკოჰოლი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი ამოიღონ ცხოვრების რეჟიმიდან იმისათვის, რომ პრეპარატს საშუალება მისცენ შეაჩეროს ვირუსის გამრავლება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები