28 სექტემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ნიკოლას მადუროს რეჟიმი ვენესუელის ახალ პრეზიდენტზე ზეწოლას აძლიერებს

ნიკოლას მადუროს რეჟიმი ვენესუელის ახალ პრეზიდენტზე ზეწოლას აძლიერებს. მის მიერ კონტროლირებულმა უზენაესმა სასამართლომ ხუან გუიდოს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და საბანკო ანგარიშებიც გაუყინა. გარდა ამისა, პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო.

თავად ხუან გუაიდო აცხადებს, რომ მადუროს რეჟიმი მხოლოდ რეპრესიებსა და დევნაზე ფიქრობს, რაც მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. პარალელურად, სოციალურ მედიაში განხილვის მთავარი თემა გახდა რუსული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც კარაკასის აეროპორტში დაჯდა.

გავრცელებული ცნობით, "ბოინგ 777-მა", რომელიც 400 მგზავრს იტევს, მოსკოვიდან ვენესუელის დედაქალაქში პირდაპირი რეისი, პირველად შეასრულა, რაც უცხოური მედიის აზრით ბევრ კითხვას აჩენს. 

დღის ამბები