28 სექტემბერი 2024,   15:41
ვრცლად
თემთა პალატამ ტერეზა მეის დაავალა, რომ ბრიუსელს ირლანდიის საზღვრის მოწყობის არსებული გეგმის ჩანაცვლება მოსთხოვოს

ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გარიგების თაობაზე ევროკავშირთან ხელახალ მოლაპარაკებას მხარი დაუჭირა.

თემთა პალატამ ტერეზა მეის დაავალა, რომ ბრიუსელს ირლანდიის საზღვრის მოწყობის არსებული გეგმის ჩანაცვლება მოსთხოვოს. ცვლილებათა პაკეტს მხარი 317-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 301.

დოკუმენტი ირლანდიის საზღვარზე შემოწმებების შემოღების თავიდან ასაცილებლად ეგრეთ წოდებული "ბექსთოფის" ალტერნატიული ვარიანტით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირი შეთანხმებაზე ხელახალ მოლაპარაკებას გამორიცხავს.

დღის ამბები