03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ფინანსთა სამინისტრო პასუხობს

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ფინანსთა სამინისტროს საკუთარ ვებგვერდზე დეფიციტის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესწორებისკენ მოუწოდებს.

ამ მოთხოვნას ფინანსთა სამინისტროში პასუხობენ. უწყების განმარტებით, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრომ საჭიროდ მიიჩნია, რომ გამოექვეყნებინა ორივე მეთოდოლოგიით მიღებული შედეგი. სამინისტროში განმარტავენ, რომ მონაცემები ვებგვერდზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით იდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ასახულია ოფიციალური მონაცემი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და სადაც წერია, რომ დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართული სახსრები არ აისახება ანგარიშგებაში. მისი თქმით, შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი გამოდიოდა 3,2 მეათედი პროცენტი.

„ვინაიდან საზოგადოების ინტერესი იყო და „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ე.წ. აღმოჩენის შემდეგ, რომელიც მანამდეც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არაერთხელ იქნა გაჟღერებული, რომ დეფიციტი 3 პროცენტზე ნაკლებია, დავდეთ იმის მიხედვით დათვლილი დეფიციტი, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მეთოდოლოგია,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უწყებამ ბოლო პერიოდში 4 სხვადასხვა მონაცემი გამოაქვეყნა - ამჟამად კი საიტზე ერთდროულად ორი მონაცემია, რაც გაუმართლებელია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები