03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ფოთში კონჯარიების ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა

ხმაური იყო დღეს დილით ფოთის დევნილთა საცხოვრებელში, სადაც სამართალდამცველებმა კონჯარიების ოჯახი უკანონოდ მითვისებული საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს.

კონჯარიების განცხადებით, მათ საცხოვრებელი ფართობი ძალით დაატოვებინეს. 

გამოსახლების დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცი იმყოფებოდნენ, საყოფაცხოვრებო ნივთები საცხოვრებელი ფართობიდან კი პოლიციას გამოჰქონდა.

მას შემდეგ, რაც უკანონოდ დაკავებული ფართობიდან კონჯარიების ოჯახი გამოასახლეს, შენობის სადარბაზო სამართალდამცველებმა ჩაკეტეს, რის გამოც ცოტა ხნის განმავლობაში სადარბაზოში ვერც ვერავინ შედიოდა ვერც გამოდიოდა. 

კონჯარიების დევნილი ოჯახი ფოთში, ყოფილი სასტუმროს ავარიულ შენობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდა და დევნილთა სამინისტროს დახმარებას სთხოვდა, თუმცა მათთვის ფართობის გამოძებნა ვერ მოხერხდა. კონჯარიების განცხადებითმ მათ ახალი საცხოვრებელი სახლისთვის ქულები არ ეყოთ. 

დღის ამბები