03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
ავიაკატასტროფა საფრანგეთში - ალპურ ზონაში Airbus A320 ჩამოვარდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში Airbus A320-მა კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავი რეისს  ბარსელონიდან დიუსელდორფში ასრულებდა. ცნობილი ხდება, რომ ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდნენ.  

მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ თვითფრინავის ბორტთან კავშირი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაწყდა და ის რადარებიდან გაქრა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ალპების ზონაში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფრორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი” ავრცელებს. 

დღის ამბები