03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
საფრანგეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები ნაპოვნია

საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები ერთ-ერთ სოფელში იპოვეს.

განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

საფრანგეთში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველ კომენტარს აკეთებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრიც. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, უბედური შემთხვევის შედეგები ამ დროისთვის უცნობია, ასევე უცნობია მისი გამომწვევი მიზეზებიც.

„ვშიშობთ, რომ 150 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ ამ ავიაკატასტროფის შედეგად,” -აღნიშნა მანუელ ვალსმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები