03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
ქართული ოცნების რეიტინგი დაეცა

ქართული ოცნების რეიტინგი დაეცა. პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ კვლევა IRI-მ მოამზადა, "რუსთავი2-ს" კი კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. 

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ყველაზე რეიტინგულ პარტიათა სიის პირველ ადგილს 36 პროცენტით კვლავ ქართული ოცნება იკავებს. 

კვლევების მიხედვით, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 36%; ნაციონალური მოძრაობა - 14%; თავისუფალი დემოკრატები - 10%; ლეიბორისტული პარტია - 6%; დემოკრატიული მოძრაობა - 5%; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 5%.

 

 

დღის ამბები