03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
ავიაკატასტროფა - დაღუპულია 150 ადამიანი

ტრაგიკული რეისი, რომელმაც 150 ადამიანი იმსხვერპლა. ფრანგმა მაშველებმა უკვე მიაღწიეს კატასტროფის ადგილს და უკვე დადასტურებულად ცნობილია, რომ ეარბას320-ის ყველა მგზავრი და ეპიპაჟი დაღუპულია.

რადარიდან გაუჩინარებამდე პილოტებმა შველა ითხოვეს. შემდეგ ლაინერთან კონტაქტი გაწყდა.

ბარსელონასა და დიუსელდსორფში კრიზის ცენტრებია გახსნილი. აეროპორტებში მგზავრების ნათესავები ავიაკატასტროფის ადგილიდან ბოლო ინფორმაციის მიღებას ცდილობენ.

ლაინერის დამსხვრეული ნაწილები ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზე, მთიან მასივში, რთულ რელიეფშია გაბნეული. ამიტომ მაშველები ვარაუდობენ, რომ ცხედრების გადმოსვენებას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. 

 

 

ავტორები - თეა თეთრაშვილი, ეკა ბუცხრიკიძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები