03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
250 ათასი დოლარის გამო იაღლუჯის გზაზე მოკლული აზერბაიჯანელი ბიზნესმენი

მკვლელობა იაღლუჯის გზაზე. აზერბაიჯენელი ბიზნესმენი იმ დროს მოკლეს, როდესაც საქართველოში გადახურდავებული 250 ათასი დოლარით სამშობლოში ბრუნდებოდა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით კი, 35 წლის ნარიმან მუსტაფაევი იაღლუჯის გზაზე რუსთავთან ახლოს მოკლეს.

აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ფაქტს მხოლოდ მოკლული მუსტაფაევის ქართველი მეგობარი შეესწრო, რომელიც, მისივე უსაფრთხოების გამო, პოლიციაში ჰყავთ გადაყვანილი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მკვლელობის მოტივი სწორედ ფული გახდა.

აზერბაიჯანული პრესა წერს, რომ მუსტაფაევის მანქანას ჯერ მეორე მანქანა შეეჯახა და სავალი გზიდან გადააგდო, შემდეგ კი მას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს. აზერბაიჯანის მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

ნარიმან მუსტაფაევის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ამ ბრალდებით პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს 5 პირი დააკავა. ეროვნებით ყველა აზერბაიჯანელია.

 

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ქეთი ნადიბაიძე, ამირან ვარდოსანიძე.

დღის ამბები