19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
ენერგოუსაფრთხოება და რეგულაციები - სამუშაო ჯგუფი დღეს მორიგ შეხვედრას მართავს 

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე შეხვედრას მართავს.

საუბარი იქნება იმ რეგულაციებზე, რომელმაც არსებული რისკები უნდა შეამციროს. განიხილება ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

ჯგუფის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, სემეკისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს და ენერგოომბუდსმენები შედიან.

„ჯგუფი იმუშავებს იმ რეგულაციებზე, რომელიც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს ამ ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების მინიმიზება. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ბევრი ფატალური შემთხვევა იყო უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული, ჩვენ ვფიქრობ აუცილებლად უნდა ვნახოთ და მოვიძიოთ საერთაშორისო გამოცდილება, ევროპული ქვეყნები, სადაც ნამდვილად უზრუნველყოფილია არის რეგლამენტირებულია ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ზომები,“-განაცხადა დეპუტატმა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები