19 მაისი 2024,   20:21
ვრცლად
სკანდალი მერიაში და დაკარგული ათასობით ლარი - ოპოზიციამ ვაკის გამგეობაში პოლიცია გამოიძახა

„ნაციონალური მოძრაობა“ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის სოციალურად დაუცველი პირების კუთვნილი თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით, გამოძიების დროულად დაწყებას ითხოვს. პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი ვაკის გამგეობაში იმყოფებოდა და დოკუმენტები მოითხოვა, რომელიც მისი თქმით, „ოცნების“ აგიტატორებისთვის ბიუჯეტის თანხების გადარიცხვას ადასტურებს.

ვაკის გამგეობაში ცოტა ხნის წინ პოლიცია იყო მობილიზებული, სამართალდამცველები ენმ-ს წევრმა გამოიძახა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ როგორც სარევიზიო კომისიის წევრს დოკუმენტების გაცნობის უფლება ჰქონდა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ვაკის გამგებელმა კანონი დაარღვია, როდესაც მას დოკუმენტები არ გადასცა და სწორედ ამის გამო გამოიძახა საკრებულოს დეპუტატმა პოლიცია.

„კონკრეტული ადამიანების განცხადებების დედნებში გაცნობას ვითხოვდი, თუმცა შეშინებული და დამფრთხალი გამგებელი წავიდა ამის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს დოკუმენტაცია არის სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულება და შესაბამისად, ამის დედნებში გაცნობა არ ისურვა გამგებელმა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ვაკის გამგეობის ფინანსური სკანდალის შესახებ რეპორტაჟის    „შაბათის კურიერში“ გავიდა.  ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ პარტიის სალაროდან დაკარგული ფული ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან გადაფარა თანხით, რომლის ადრესატიც სოციალურად დაუცველი ოჯახები უნდა ყოფილიყვნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები