19 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს - კახა კოჟორიძე

იურისტი კახა კოჟორიძე სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე საუბრობს. მისი განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენა საკმარისი არ არის და კრიზისიდან გამოსასვლელად პირველ რიგში აუცილებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლაა.

ადვოკატთა ასოციაციის წევრი მიიჩნევს, რომ "კლანის წევრების" გადადგომის გარეშე სასამართლოში სისტემური რეფორმები ვერ გატარდება.

„მოსამართლე უნდა იყოს კეთილსინდისიერი, უნდა იყოს სამართლიანი, უნდა დამოუკიდებელი, უნდა იყოს კომპეტენტური, უნდა იყოს ზეწოლებისადმი მედეგი და ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ პატივცემული მურუსიძე და ჩინჩალაძე არიან უვადოდ გამწესებულები. ეს კრიტერიუმები დღევანდელ კანონმდებლობაში არსებობს, ძალიან კარგი კრიტერიუმები, მაგრამ ამ კარგი კრიტერიუმების მიხედვით თანამდებობაზე ინიშნებიან ასეთი ოდიოზური ფიგურები. პოზიტიური, კარგი ცვლილებები მასშტაბურად რომ განხორციელდეს, ეს ვერ მოხდება იმ შემთხვევაში თუ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება. მანამ, სანამ კანდიდატების ნომინირების ბერკეტი ექნებათ ადამიანებს, ისინი დაბლოკავენ კეთილსინდისიერ ადამიანებს და არ მისცემენ საშუალებას ისეთ ადამიანებს შევიდნენ სისტემაში, რომლებზეც თავად გავლენას ვერ მოახდენენ,“ - განაცხადა კოჟორიძემ.

დღის ამბები