19 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
გარემოება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ისტორიას თავდაყირა აყენებს - “iPhone 5”, რომელიც კადრებში ჩანს, 2012 წლის ბოლოს გამოვიდა

გარემოება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ისტორიას თავდაყირა აყენებს და რომელიც საეჭვოს ხდის მმართველი გუნდის მტკიცებას, თითქოს ასეთი ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროსაა დამზადებული.

“ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეოდან „კვირის აქცენტებმა“ ყურადღება ერთ კონკრეტულ კადრზე გაამახვილა.

ეს ფოტო ვიდეომასალიდან ამტკიცებს, რომ ჩანაწერის გაკეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე და ხელისუფლების შეცვლამდე ვერ მოხდებოდა.

კადრში ჩანს მობილური ტელეფონი “iPhone 5”, რომლის პრეზენტაცია კალიფორნიაში 2012 წლის 12 სექტემბერს შედგა, გაყიდვაში კი მხოლოდ 21 სექტემბრიდან გამოვიდა, ისიც შეერთებული შტატების ბაზარზე და არა საქართველოში.

დღის ამბები