03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის

საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

მოსახლეობის აზრის შესახებ კვლევა ორგანიზაცია IRI-ის დაკვეთით ჩატარდა. თუმცა დოკუმენტები გამოქვეყნებამდე ტოქშოუ "არჩევანს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. 

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, გამოკითხულთა 55%-ის პასუხი უარყოფითია. 25% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. 20%-ს კი საკუთარი აზრი ჩამოყალიბებული არა აქვს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები