18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
პროფესორი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიიდან გაათავისუფლეს

პროფესორი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიიდან გაათავისუფლეს. ბარნოვი მას შემდეგ გადააყენეს, რაც თეოლოგმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღება საჯაროდ მიულოცა. ამის შესახებ ბარნოვმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ლექციები იმ საბაბით შეუჩერეს, რომ ის პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერია. თუმცა თეოლოგი ამბობს, რომ სინამდვილეში ამ გადაწყვეტილების მიზეზი სულ სხვაა.

"საპატრიარქოსა და აკადემიას კი შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი გააჩნიათ.ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთავენ სტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ,-" წერს ყოფილი ლექტორი ფეისბუქ სტატუსში.

დღის ამბები