03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
ჩხრეკა "ლაიფნიუსში" - რის საფუძველზე შევიდნენ სამართალდამცველები ოფისში?

რუსული საინფორმაციო ტელეარხისა და ვებგვერდ "ლაიფნიუსის" ოფისში საგამოძიებო კომიტეტი შევდია. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ საღამოს მედიასაშუალების ვებგვერდზე გავრცელდა.

სამართალდამცველი უწყების წარმოამდგენლებმა შენობაში ჩხრეკა ჩაატარეს. რედაქციას განუმარტეს, რომ ამგვარი ზომები ადამიანის უფლებათა დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის მიმართვის საფიძველზე მიიღეს.

საქმე ეხება "ლაიფნიუსის" მიერ ბოლო პერიოდში მომზადებულ რამდენიმე სიუჟეტს არასრულწლოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რამაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, ჩხრეკის შესახებ ინფორმირებული იყო პრეზიდენტი პუტინიც. მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინმა თავი შეიკავა საგამოძიებო კომიტეტის ქმედების შეფასებისგან და იმედი გამოთქვა, რომ უწყება საჭიროების შემთხვევაში ჩხრეკის შესახებ სრულ ინფორმაციას წარადგენს.

დღის ამბები