19 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
20 წლამდე ახალგაზრდა ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობიდან სავარაუდოდ, გადმოვარდა - განიხილება თვითმკვლელობის ვერსიაც

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა - თბილისში 20 წლამდე ახალგაზრდა ერთ-ერთი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით ის გადმოხტა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი ახალგაზრდას არ იცნობენ და ბიჭი იქ არ ცხოვრობდა, ის სავარაუდოდ ღია ტიპის სადარბაზოდან გადმოვარდა. 

შემთხვევიდან საათნახევრის განმავლობაში ცხედარი ადგილზე რჩებოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.  

დაღუპული საქართველოს მოქალაქეა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები