19 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
აქცია ზუგდიდის მერიასთან - მოსახლეობამ თენგიზ ქობალიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა

ზუგდიდში მერიის წინ საჯარო მოხელეებმა და მოსახლეობამ თენგიზ ქობალიას განთავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა, აქციის ორგანიზატორების განმარტებით მოსამართლემ არ გაითვალისწინა პეტიცია, რომელსაც რვა ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. თენგიზ ქობალიას ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. 

საქმე ეხება ბიზნესმენ ზურა კვირკვიას ბიზნეს-საქმიანობას, როცა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცე მერი გია გულორდავა შავ ფულს იღებდნენ. 

დღის ამბები