03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

„რუსთავი 2-ის” მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდა, 21%-ს მიაჩნია, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 44%-ის აზრით, ეს ურთიერთობები არ შეცვლილა.

კიდევ უფრო გაზრდილია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მომხრეა. ნატოში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 79% უჭერს და წინააღმდეგი მხოლოდ 15%-ია.

რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა 85%, მოწინააღმდეგე კი მხოლოდ 9 პროცენტი.

დღის ამბები