03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე სახლის ეზოში მგელი შევარდა

ზუგდიდის ცენტრში, ლომთათიძის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლის ეზოში მგელი შევარდა.

მტაცებელი თავდაპირველად საბავშვო ბაღის ეზოდან გადმოხტა. ბავშვები იმ დროისთვის  შენობაში იმყოფებოდნენ.

მგელი ერთ-ერთი ოჯახის ეზოში უკან მდებარე დამხმარე ნაგებობაში შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მტაცებელი ცოფიანი იყო და მისი მოკვლა აუცილებლობას წარმოადგენდა.

ოჯახის წევრები და მოსახლეობა იმ ადგილების დეზინფექციის ჩატარებას ითხოვს, სადაც მგელი იყო.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და გარემოს ზედამხედველობის სამსახური მივიდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები