03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
გულიკო ზუმბაძე ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილების პრობლემების შესახებ

ტუბერკულოზისა და ფილტვის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში არსებულ საგანგაშო ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე.

გულიკო ზუმბაძის თქმით, ცენტრში არასრულწოვანი პაციენტებისათვის სრულიად შეუსაბამო პირობებია, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

ზუმბაძე ჯანდაცვის სამინისტროს ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდებს. ასევე ახალი შენობის მშენებლობისთვის საკრებულოს დახმარებას სთავაზობს.

„იქ არსებული მოშლილი და არაესთეტიკური პირობების გამო შენობა, პალატები, სველი წერტილები საგანგაშო მდგომარეობაშია და უფრო ამძიმებს დაავადებისგან ისედაც შეწუხებული ბავშვების მდგომარეობას. ეზოში არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა. მიგვაჩნია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რაც შეიძლება, დაჩქარებული წესით უნდა უზრუნველყოს ვითარების გამოსოწრება და დაუყოვნებლივ დაიწყოს ახალი, ადაპტირებული ბავშვთა განყოფილების შენობის მშენებლობის დაგეგმვა და განხორციელება,” - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

დღის ამბები