03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
პრეზიდენტი კოჯორში გია ანწუხელიძის სერჟანტთა მომზადების ცენტრის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოჯორში გია ანწუხელიძის სერჟანტთა მომზადების ცენტრის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო, სადაც დაარსებიდან 12 წლის აღსანიშნავად საჩვენებელი წვრთნა გაიმართა.

მოწვეული სტუმრებისთვის სერჟანტთა მომზადების ცენტრის შემადგენლობამ საჩვენებელი სამხედრო სწავლება გამართა.

ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერმონიალი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედალი 3 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა.

"ამ ქვეყანამ ძალიან ბევრს გაუძლო იმიტომ, რომ არ გატყდა სული ჩვენი წინაპრების, არ გადაყდება ჩვენი სულიც, ამის მაგალითია ის, რომ ჩვენ ვზეიმობთ სქრთველოს გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელს. ჩვენ უკვდავყავით თქვენი შრომით, ამ სასწავლებლით მისი სახელი, ამის მაგალითი და დასტურია ისიც, რომ მისი ოჯახის წევრებიც აქ არიან. ამის საფუძველს მაძლევს გიორგი ანწუხელიძის გმირობა, დღევანდელი თქვენი მომზადება და ის, რომ აქ გვესეწრებიან პატარა ბვშვები, რომლებიც გვიყურებენ და გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ღონისძიებას ასევე დაესწრო გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. 

"ამ ადგილზე იუნკრების სული დაგვტრიალებს, ეს არის ის ადგილი, საიდანაც გმირები უნდა იზრდებობდნენ,"-განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. 

 

 

კაპანაძე:  

დღის ამბები