03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი IRI-ის კვლევის შედეგებს ბუნებრივს უწოდებს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62 პროცენტს მიაჩნია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა.

კვლევის შედგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, გამოეხმაურა, რომელიც ასეთ მაჩვენებელს ბუნებრივს უწოდებს.

„ვისაც სესხები აქვს დოლარში, მას პირდაპირპროპორციულად გაუძვირდა სესხის ტვირთი და ისინი ამ პროცესებს ყველაზე მტკივნეულად აღიქვამენ. შესაბამისად, ეს აისახა რეიტინგებშიც. ამავე დროს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვალუტის შემოდინება აღდგეს, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, თავისთავად, რეალური შემოსავლების ზრდით გამოიხატება. სამწუხაროდ, სხვა რეცეპტი არ არსებობს,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები