03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
„სუსმა პოლიტიკურ შინაპატიმრობაში აიყვანა ნარმანია," - თემურ გრიგალაშვილი

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დედაქალაქის მერს უუნარობაში ადანაშაულებენ.

თემურ გრიგალაშვილის თქმით, ნარმანია ემალება საკრებულოსა და საზოგადოების წევრებს, რადგან, როგორც ის აღნიშნავს, დედაქალაქის მერს არ აქვს პასუხები იმაზე, რაც მის უწყებაში ხდება.

„სუსმა პოლიტიკურ შინაპატიმრობაში აიყვანა ნარმანია, ის ემალება მსოახლეობას და საკრებულოს წევრებს, რადგან არ აქვს პასუხი იმ განუკითაობასა და კორუფციაზე, რაც მერიაში ხდება. უუნარობას და უქნარობას ემატება სიმხდალე და მხდალი ადამიანები დედაქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხებს ვერ მოაგვარებენ,” - აღნიშნა გრიგალაშვილმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერი გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ, რომელმაც IRI-ს კვლევები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის 92%-ს ნარმანია წარუმატებელ მერად მიაჩნია, შესაბამისად, საზოგადოებამ არ უნდა მისცეს მას ასე საქმიანობის გაგრძელების უფლება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები