03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
კიწმარიშვილის ოჯახი ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბიძინა ივანიშვილს საჯარო ბოდიშის მოხდას სთხოვს.

ია კიწმარიშვილი და შვილები - ლუკა, ანა და თეკლა კიწმარიშვილები რამდენიმე დღის წინ ყოფილი პრემიერის მიერ ეროსი კიწმარიშვილზე გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლითაც მან კიწმარიშვილს არაობიექტური და ფსევდოოპოზიციური მედიის შექმნაში დასდო ბრალი.

„ჩვენი აზრით, მიუღებელია სხვა ადამიანის მიღწევების დაკნინება, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშია აღიარებული ეროსი კიწმარიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შექმნის საქმეში. სწორედ ეროსი კიწმარიშვილის სახელს უკავშირდება "რუსთავი2-ის" და "მაესტროს," როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალებების ჩამოყალიბება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს უახლეს ისტორიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.

”მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ოჯახზე, ეროსის სახელის და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა და ვითხოვთ მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი განცხადებები აღარ განმეორდება მომავალში,” - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები