13 მაისი 2024,   22:59
ვრცლად
საკადრო წმენდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - 61 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს 

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის გათავისუფლებული თანამშრომლების ბედი ახლა, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელშია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - 61 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელეს და განმარტეს რომ მათ საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

ახლა კი საჯარო სამსახურის ბიურო საკუთარი სურვილით გადაწყვეტს დაასაქმებს თუ არა ვინმეს ან რა ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადმინისტრაციაში მუშაობდნენ.

„61 საჯარო მოხელე გადავიდა მობილობის სქემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესახებ სახელობითი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, გადაეგზავნება საჯარო ბიუროში და უკვე ერთი თვის განმავლობაში საჯარო ბიურო ეცდება შესთავაზოს ბუნებრივია საჯარო სივრცეში კვლავაც, მათთვის სასურველი და შესაბამისი პოზიციები.

„ყველა ვინც არ მიიღებს ან ვერ დააკმაყოფილებს ახალ შეთავაზებებს, მიიღებენ კომპენსაციას,“-აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები