03 ოქტომბერი 2024,   06:48
ვრცლად
თანამედროვე მრავალპროფილური ცენტრი მომავალი ექიმებისთვის

20-მდე კათედრა, 5 საკონფერენციო დარბაზი და 70-მდე სასწავლო ოთახი, - ეს მხოლოდ ნაწილია იმ კლინიკის, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული.

პრაქტიკული სწავლების მიღება მომავალ ექიმებს უკვე თანამედროვე მრავალპროფილურ ცენტრში შეეძლებათ. ყოფილი მერვე საავადმყოფოს ტერიტორიაზე მალე ახალი კლინიკა დაიწყებს მუშაობას.

საავადმყოფოში გადამზადებას ქართველი და უცხოელი სტუდენტები გაივლიან.

მერვე საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო ცენტრად გადასაკეთებლად 20 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა დღეს პრემიერ-მინისტრმა ქალაქის მერთან და მინისტრებთან ერთად გახსნა.

ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა პირველ პაციენტს 20 აპრილიდან მიიღებს.

 

ავტორი: თათია ხორბალაძე, თემურ ვარაზანაშვილი, ვალერი ქველაძე, ნიკა ვაწაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები