03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
სამტრედიის რაიონში ბაგა-ბაღები დაიხურა

სამტრედიის რაიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. მიზეზი ერთ-ერთ მათგანში ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებ ხორცში აღმოჩენილი პათოგენური მიკროოგანიზმებია.

ყველა სკოლამდელ დაწესებულებას ერთი ორგანიზაცია, შპს "ნინო" ამარაგებს.

ჯანმრთელობსითვის საშიში პროდუქტის აღმოჩენის შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ”ნინო” 1000 ლარით დააჯარიმა, თუმცა წარმოების უფლება მხოლოდ დროებით შეუჩერა.

ხორცისა და გაყინული ნახევარფაბრიკატების შემოწმებისას სააგაენტომ პათოგენური მიკროელემენტები ბათუმის ბაგა-ბაღებშიც აღმოაჩინა, თუმცა ამ შემთხვევაში სასწავლო პროცესი ჯერ არ შეჩერებულა და სკოლამდელ დაწესებულებებს ისევ იგივე საწარმო ამარაგებს.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ სააგენტოში. მათი განმარტებით, შპს ”თელეთ ხორცს” კი წარმოების უფლება ხარვეზების გამოსწორებამდე შეუჩერდა. სააგენტოს განცხადებით, უვარგის ხორცს გაანადგურებენ.

ბაღებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პრეტენზიები სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან არასამთავრობოებო ორგანიზაციებს აქვთ.

ანტიკორუფციული კავშირი სააგენტოს მუშაობით უკმაყოფილოა. ინფორმაცია სააგენტოს ორგანიზაციამ დღეს ერთი არალეგალური საამქროს შესახებაც მიაწოდა.

ანტიკორუფციული კავშირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კი, სააგენტომ საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე საამქრო დახურა.

საგენტოს ინფორმაციით, საამქროში ინდმეწარმე ბუხრიკაშვილი საქონლის თავებისგან დამზადებულ გაყინულ ნახევარფაბრიკატებსა და ძეხვებს უშვებდა. სანიტარიული ნორმების უხეში დარღვევის გამო სურსათის უვნებლობის სამსახურმა საწარმოს სამიქნობა შეუჩერა და ინდმეწარმე დააჯარიმა.

 

 

დღის ამბები