18 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
„მანიაკებივით რაღაც ნორმებს იგონებენ" - ექსპერტები სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტზე საუბრობენ

გაურკვეველი ინიციატივა, რომელიც სამხედრო სისტემას დააზარალებს - ასე აფასებენ ექსპერტების ახალ კანონპროექტს. მათი განცხადებით, მიუღებელია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების გამო საჯარო სამსახურში დასაქმების შეზღუდვას გულისხმობს.

სამოქალაქო სექტორი თავდაცვის სამინისტროს საკითხით დროულ დაინტერესებას სთხოვს.

„მანიაკებივით რაღაც ნორმებს იგონებენ, რომლის ერთადერთი მიზანია, რაღაც აკრძალონ. ეს ნორმა არ იმუშავებს - თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია ინფრასტრუქტურა, რომ მიიღოს ახლა 100 ათასი ადამიანი, სტუდენტი, რომელიც მოხვდება ამ კრიტერიუმების ქვეშ. კარგი პროფესიონალი რომ მოვიდეს სახელმწიფო სექტორში, უზღუდავენ,“ - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

საჯარო სამსახურში შესაძლოა, იმ პირთა დასაქმება შეიზღუდოს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ.

ამავდროულად მკაცრდება სამსახურში გაწვევის გადავადების მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობა ამოწურული იქნება, სტუდენტის სტატუსი ვეღარ გახდება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების საფუძველი. 

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ჩაირიცხება რეზერვში.

ამავე თემაზე
დღის ამბები