03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
აქციის 2 მონაწილე, რომელიც მთავრობის გადადგომას ითხოვდა, დააკავეს

ამ წუთებში ხმაურია სასტუმრო Holiday Inn-თან.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფალი ზონის წევრმა რუსკა მჭედლიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს სურათი გადაუღო, რაც მოქალაქემ გააპროტესტა და მას ტელეფონი წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

თავისუფალი ზონის წევრი ამბობს, რომ მან სურათი სუსის აგენტს გადაუღო. 

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ თავისუფალი ზონის 2 წევრი - გიორგი და ლაშა რუხაიები და ასევე ის მოქალაქე დააკავა, რომელმაც აქციის მონაწილეს ტელეფონი წაართვა. 

აქცია სასტუმრო Holiday Inn-თან მიმდინარეობს. სასტუმროში პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ხვდება. 

სასტუმროსთან კი აქციას ორგანიზაცია თავისუფალი ზონა და მონიტორინგის ცენტრი მედიატორი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები