03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ხმაური ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან

ხმაური იყო დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქე, ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად, ფოთში დევნილთათვის განკუთვნილი სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეების თქმით, არასრულწლოვანი ბავშვები მეურვის არყოფნისას კრიმინალურმა პოლიციამ ძალით გამოყარა საცხოვრებლიდან, რისი უფლებაც არ ჰქონდათ და მათ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა დღეს მათთან მხოლოდ სოზარ სუბარის მოადგილე მივიდა. შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ოჯახს შესთავაზეს დახმარება, თუმცა მათგან უარი მიიღეს და მან აქციის მონაწილეები პროვოკაციაში დაადანაშაულა.

დღის ამბები