03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
66 წლის ქალი ერთ წელზე მეტია სოციალურ დახმარებას აღარ იღებს

66 წლის ქალი სოციალურ დახმარებას ერთ წელზე მეტია აღარ იღებს.

ნაზი ჯაბაურს სოციალური სააგენტოდან მაღალი ქულა მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ მიუვიდა.

66 წლის მოხუცს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ის სიმსივნეს და ასთმას ებრძვის, პენსია კი ბინის ქირასა და წამლებში არ ყოფნის.

ნაზი ჯაბაურს წლების განმავლობაში ბინის ქირას თბილისის მერია უხდიდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ეს დაფინანსება მოუხსნეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ ნაზი ჯაბაურს სოციალურმა აგენტმა რამდენჯერმე მიაკითხა, თუმცა ის ძველ მისამართზე აღარ დახვდა, რის გამოც დეკლარაცია დეტალურად ვერ შეავსეს. ქულების მომატების კიდევ ერთი მიზეზი მის დეკლარაციაში არსებული სხვა ხარვეზებიც იყო.

ნაზი ჯაბაურის პრობლემას იცნობენ ნაძალადევის გამგეობაშიც. უწყებაში ამბობენ, რომ ბინის ქირის დაფინანსება მას სხვა გამგეობის ბაზაში ყოფნის გამო მოეხსნა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებენ უწყებებში ნაზი ჯაბაურის პრობლემაზე, მანამდე კი ის თვიდან თვემდე მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობს.


ავტორები: თათია ხორბალაძე, თემურ ვარაზანაშვილი, გიორგი ჯანგულაშვილი,
გიორგი ბოჟაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები