საქართველოს ევროპული გზა, ფიქრები წარსულსა და მომავალზე - ამ სახელწოდებით ლიეტუვის საელჩოში შეხვედრა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით შედგა.
დისკუსიაზე პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ორი ქვეყნის წარსულის შესახებ მსჯელობდნენ და განიხილავდნენ სამომავლო ურთიერთობებს.
ოკუპაციის თემას უკავშირდებოდა გამოფენაც, რომელიც დისკუსიის შემდეგ გაიმართა.