17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გამოუძიებელი საქმეები - საია-ს კვლევა 

სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და გამოუძიებელი საქმეები - ამ საკითხზე კვლევა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა. ორგანიზაციაში 2017-2018 წლებში მომხდარი ფაქტები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ როდესაც საქმე ეხება სამართალდამცველების დანაშაულებებს, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, ან საერთოდ არ ხდება საქმის აღძვრა, ან არ დგინდება დამნაშავის ვინაობა.

კვლევას საია ექსპერტებთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.

„გამოძიების მხრივ, რომ კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს და გამოვლინდეს პასუხისმგებელი პირი, ამ მხრივ არის პრაქტიკაში დაფიქსირებული პრობლემები. მოწვეული გვყავს შესაბამისი უწყებებიდან პირები და ჩვენს რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, გავაცნობთ მათ და ამ კუთხით მოვახდენთ თანამშრომლობას მათთან, რომ შევთავაზებთ ჩვენს რეკომენდაციებს,“- განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა, მერი დაუშვილმა. 

დღის ამბები