03 ოქტომბერი 2024,   06:43
ვრცლად
შინაური ცხოველების უფლებათა დასაცავად აქცია 30 მარტს და 4 აპრილს გაიმართება

ცხოველთა უფლებადამცველები თბილისის მერიის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ. რეგულაცით სავალდებულო ხდება შინაური ცხოველების ყოველწლიური რეგისტრაცია.

პატრონებს, რეგისტაციასთან ერთად, ოთხფეხა მეგობრებისთვის, ყელსაბამის გარდა, მიკროჩიპის, ტატუირების ან იარლიყის გაკეთება მოუწევთ.

შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად აქცია 30 მარტს და 4 აპრილს გაიმართება.

მსვლელობა ცხოველთა უფლებების დასაცავად ”რუსთაველის” მეტროდან დაიწყება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში მონაწილეობის სურვილი უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამოთქვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები