03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
გოგონა, რომელსაც ოთხივე კიდური და სახე დაეწვა, უსახსრობის გამო ვერ მკურნალობს

ხულოს რაიონის სოფელ დიდ აჭარაში მცხოვრები ქეთი ხოზრევანიძეს მალამო სჭირდება, რომლის ყიდვასაც ოჯახის წევრები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ.

გოგონას 8 წლის წინ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სახე და ოთხივე კიდური დაეწვა.

გერმანული წარმოების სამკურნალო საშუალებას მას სპეციალური პროგრამის ფარგლებში უფასოდ აწვდიდნენ, ახლა კი საკუთარი სახსრებით ოჯახი მის შეძენას ვეღარ ახერხებს. ოჯახის 5 წევრი ერთადერთი მოხუცებულის პენსიით ცხოვრობს.

იმისთვის, რომ ქეთი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს, პლასტიკური ოპერაცია სჭირდება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.

ვიდრე ქეთი ხოზრევანიძის სახელით საბანკო ანგარიში გაიხსნება, მოზარდი ხალხისგან გამოხმაურებას სოციალურ ქსელში ელოდება.

 ავტორები: ეკო მაღრაძე, თეა ვარშალომიძე, ნათია გიორგობიანი

დღის ამბები